Робота для біженців з України
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: კაბინეტი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"კაბინეტ თბილისში" ინტერიერის დიზაინერს ვეძებთ!

სამუშაო ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი) და შესრულების ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთთან კომუნიკაცია და საჭიროებების განსაზღვრა;
** შეკვეთის განსათავსებელი სივრცის გათვალისწინებით, ავეჯის ზომებისა და ფუნქციური მოთხოვნების განსაზღვრა;
** დამკვეთის საჭიროებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, ავეჯის დიზაინის ვიზუალიზაცია;
** ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების შერჩევა/მოძიება;
** დამკვეთთან შეთანხმებული ვიზუალების, შერჩეული მასალებისა და აქსესუარების კონსტრუქტორისათვის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში პროექტში, კონსტრუქციასა და ნახაზში ცვლილებების შეტანა;
** კონსტრუქტორთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესის პარალელურად და ვიზუალთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა;
** დამზადებული ავეჯის შეფასება და მოთხოვნასთან შესაბამისობის დადასტურება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ტექნიკური ნახაზების მომზადების კომპეტენცია;
** Sketchup, Autodesk 3ds Max, Corona Renderer, Cabinet Vision ან სხვა პროგრამები ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ/მომიჯნავე პოზიციაზე;
** სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზების ძლიერი უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ინტერესები შეესაბამება ინტერიერის დიზაინერის ვაკანსიას, გადმოგვიგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე cabinettbilisi@yahoo.com და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე