საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო აღწერილობა:
** ინვოისების გატარება და ხარჯების დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
** დებიტორების და კრედიტორების ნაშთების გადამოწმება და კონტროლი, პერიოდის ბოლოს 1410-3110 ანგარიშების დახურვის პროცესისთვის მომზადება;
** საერთაშორისო გადაზიდვების სამივლინებო რეპორტების შემოწმება და ხარჯების მიხედვით გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** საწვავის ხარჯის ჩამოწერა და დარიცხვა;
** ძირითადი აქტივების შექმნა და დარიცხვა;
** პერიოდის დახურვის პროცესში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება 2 წელი;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერიაში" მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ სივი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|