მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით;
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30, მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო დღეები: კვირაში ხუთი დღე
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სამსახურებრივი მოვალეობა:
** ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების გაკეთება;
** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დროული და სწორად გაფორმების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების გაკეთება;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი, ანგარიშ-ვალდებულ პირებთან შედარებების განხორციელება;
** საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
** სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემების წარდგენა;
** სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო პორტალთან RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office სამომხმარებლო ცოდნა, Excel-ის სიღრმისეული ცოდნა;
** პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება,
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი,
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე, სასურველია ფოტოსურათით.
საკონტაქტო პირი:
ელ.ფოსტა: cvceramichouse@yahoo.com
ვებ გვერდი: http://www.peaniltd.com/
|