შპს "გასგო მოტორსი" აცხადებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისის გეზის მიმდებარე ტერიტორია (ლილო)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (6 დღე სამუშაო, 1 დღე დასვენება, 13:00-დან 21:00 საათამდე).
ანაზღაურება: 2500₾ + ბონუსი 1200₾ ინვენტარიზაციების და შეკვეთების სიზუსტის მიხედვით (ხელზე ასაღები).
კომპანიის შესახებ:
შპს "გასგო მოტორსი" არის ავტონაწილების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე. ჩვენ ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ 3000მ²-იან საწყობს, სადაც ინახება 6000-მდე სახეობის პროდუქტი: საქარე მინები, ავტონაწილები, ძარის ნაწილები და სხვა.
ვაკანსიის აღწერა:
ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ საწყობის მენეჯერს, რომელიც გაუძღვება საწყობის ყოველდღიურ ოპერაციებს, მართავს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტითა და ეფექტურობით მომუშავე გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი (მიღება, დასაწყობება, შეგროვება, შეფუთვა)
** დაახლოებით 15-20 თანამშრომლის მართვა
** მობილური მოწყობილობებისა და შტრიხკოდული სისტემების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
** შეკვეთების სიზუსტის და ინვენტარიზაციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
** თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასება და მართვა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის მენეჯმენტში
** სასაწყობე პროგრამებთან და შტრიხკოდულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული: 2500₾
** დამატებითი ბონუსი:
** შეკვეთების სიზუსტე <0.3% - 200₾
** დაზიანებული პროდუქცია < 0.5% - 300₾
** ინვენტარიზაციის გადახრა < 0.5% - 700₾
** ჯამური ანაზღაურება წარმატებული შედეგის შემთხვევაში - 3, 700₾ (ხელზე ასაღები)
კონტაქტი:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: GasgoVacancy@gmail.com
|