"დეჟავუ" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ვეძებთ ენერგიულ, ლიდერულ თვისებებზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც შეძლებს გუნდის ეფექტურად მართვას და სტუმრებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** თანამშრომლების კოორდინაცია;
** სტუმრების მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა;
** ჯავშნებისა და ღონისძიებების ორგანიზების კონტროლი;
** ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა;
** პრობლემური სიტუაციების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები;
** გუნდში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
სამუშაოს დაწყება: სექტემბრიდან.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: ninogvaladze22@gmail.com
|