ვაკანსია: დაცვა - მძღოლი
ვიწვევთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს დაცვა-მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მოსწავლეების უსაფრთხო ტრანსპორტირება დილისა და საღამოს საათებში, დადგენილი მარშრუტისა და განრიგის შესაბამისად;
** სკოლის სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ყოველდღიური კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის დროული შეტყობინება;
** დღის განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე დაცვის ფუნქციების შესრულება;
** სკოლის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სკოლის შესასვლელსა და გასასვლელში ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
** უსაფრთხოების წესებისა და სკოლის შიდა რეგულაციების დაცვა;
** საგანგებო ან საეჭვო სიტუაციებზე დროული რეაგირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია D კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება და საგზაო მოძრაობის წესების კარგი ცოდნა;
** დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა, ორგანიზებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება და მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი,
სამუშაო ადგილი: თბილისი. საბურთალო
ანაზღაურებ: 2000 ლარი (NET)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: companyvacancy2025@gmail.com და სათაურში მიუთითეთ: "დაცვა მძღოლი".
|