Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=734140&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიმბი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
მეღვინეობა "ნიმბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** განსაზღვრული გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება.
** არსებული კლიენტების (სავაჭრო ქსელები, სადისტრიბუციო კომპანიები, ღვინის მაღაზიები, HoReCa სექტორი) მართვა, განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
** ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბება.
** კომპანიის პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია, პროდუქციის ოპტიმალური წარმოდგენის უზრუნველყოფა გაყიდვის წერტილებში.
** გაყიდვების ინდივიდუალური გეგმებისა და KPI-ების შესრულება.
** კლიენტების შეკვეთების მართვა, მიწოდების პროცესის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და შეთანხმებული პირობების ფარგლებში თანამშრომლობის წარმართვა.
** კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროულად მიღების უზრუნველყოფა.
** გაყიდვების შედეგების, ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან.
** კომპანიის მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციებში, პრომოაქტივობებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და პროდუქციის პოპულარიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; (ღვინის, ალკოჰოლური სასმელების ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი KPI-ის მიხედვით);
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ ტრენინგებს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: t.kakulia@nimbi.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- "გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია