Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: კორდექსი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
ფარმაცევტული კომპანია "Cordex - კორდექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: სამეგრელო, აჭარა, შიდა ქართლი (გორი-ხაშური), კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე-ახალქალაქი).
სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:30-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში აფთიაქებში
** პრეზენტაციების მრგვალი მაგიდების კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი, ან/და ფარმაცევტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა

გამოსაცდელი პერიოდი: 3 -6 თვე საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)
სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე Cordexgroup@gmail.com. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ რეგიონი, მაგალითად აჭარა, კახეთი, იმერეთი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე