Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: Green and Purple Georgia
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"Green & Purple Georgia" არის სწრაფად მზარდი FMCG დისტრიბუციის კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს Del Monte და FIT (Grüne Kraft). კომპანია ავითარებს და ხელმისაწვდომს ხდის პრემიუმ სასმელებსა და ეკო-საყოფაცხოვრებო პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით, რითეილ ქსელებში, HORECA სექტორში და თანამედროვე სავაჭრო არხებში.

ჩვენი კომპანია განაგრძობს სტაბილურ ზრდას და გუნდში ვეძებთ ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ მერჩენდაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს ქსელების შეუფერხებელ მართვას.

ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

მარაგებისა და შეკვეთების მართვა:

** სავაჭრო ობიექტებში ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
** პროდუქციის შეკვეთების დროული და ეფექტური განთავსება.
** მიწოდებული პროდუქციის დროული განთავსება თაროზე.

მერჩენდაიზინგი და ფასების კონტროლი:

** თაროზე სარეკომენდაციო ფასების სიზუსტის რეგულარული შემოწმება.
** მარკეტინგული აქტივობების მართვა: ფასდაკლებების და "ყვითელი" ფასმაჩვენებლების დროული, სწორი განთავსება.
** პროდუქციის განლაგების (ფეისები) კონტროლი.

კომუნიკაცია და ანალიზი:

** მჭიდრო კოორდინაცია ობიექტების მენეჯერებთან, დისტრიბუციის გუნდთან და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.
** კონკურენტების ფასებისა და ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი კვლევა.
** პრომო აქციების გაშვების კონტროლი და სარეკლამო აქტივობებში მონაწილეობა.
** პერიოდული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
** სამუშაო პროცესში ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** საკუთარი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო FMCG ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას
** თანამედროვე და გუნდურ სამუშაო გარემოს
** კარიერულ ზრდას
** დინამიურ სამუშაოს
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს

ინფორმაცია ჩვენი ბრენდების შესახებ:

** https://www.instagram.com/delmonte_georgia
** https://www.instagram.com/grunekraftgeo

დაინტერესებული პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hello@eco.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: Merchandiser.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე