Робота для біженців з України
ფასადის ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფასადის ინჟინერი
მომწოდებელი: IPS Facade
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"IPS" აცხადებს ვაკანსიას ფასადის ინჟინრის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული ნახაზების კითხვა;
** პროექტის ფასადის ნახაზების შედგენა; ფასადის კვანძებისა და დეტალური მუშა ნახაზების დახაზვა და წაკითხვა;
** არსებული ობიექტის აზომვითი სამუშაოები;
** პროექტის არსებული ნახაზების რეალურთან შედარება;
** სამუშაოების წარმოების პარალელურად პროექტში ცვლილებების შეტანა და ნახაზების შედგენა;
** მოცულობების ამოთვლა და სპეციფიკაციების შედგენა;
** საწარმოსთვის დეტალური ნახაზების შედგენა;
** სამონტაჟო სამუშაოების მართვა ობიექტის ხელმძღვანელთან ერთად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** AutoCAD - ში მუშაობის გამოცდილება, კვანძებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება.
** ArchiCAD - მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა, 3D მოდელიდან მოცულობების ამოღება და პირველადი ნახაზების გადმოტანა AutoCad-ში.
** სასურველია Revit-ის ცოდნა;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

პირობები:

** გრაფიკი: სრული
** საათები: 10:00-19:00
** ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი (საშუალო ხელფასი 4000-4500)

თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/VbzGj8apeaTFiqq7A
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე