|
დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენს მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო (onsite)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და საგადასახადო ორგანოებში წარდგენა (მოგების, საშემოსავლო, დღგ, ქონების გადასახადი და ა.შ.);
** კომპანიის შიდა და გარე აუდიტორებთან კოორდინაცია;
** საბანკო გადარიცხვების, ინვოისების, ხელშეკრულებებისა და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და სისტემატიზაცია;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობასთან თავსებადობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** iGaming, Fintech ან E-commerce სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის სტანდარტების (IFRS) საფუძვლიანი ცოდნა;
** ACCA-ის სერტიფიკატის ფლობა (სრული ან ნაწილობრივი) ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრული პროგრამა Balance ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel-ის Advanced დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი).
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მენეჯმენტისა და ვადების მკაცრი დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: openvacancy00@gmail.com. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|