Робота для біженців з України
ინგლისურ- და გერმანულენოვანი გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურ- და გერმანულენოვანი გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Salesify
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"Salesify" ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების აგენტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და აქტიურად ჩაერთვება კომპანიის განვითარებაში.

სამუშაო გრაფიკი:

** ინგლისურენოვანი ცვლა: ორშაბათი-პარასკევი | 20:30-05:30 (ღამის ცვლა)
** გერმანულენოვანი ცვლა: ორშაბათი-პარასკევი | 10:30-19:00

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 500-900$;
** ბონუსური სისტემა: საშუალო შემოსავალი 1, 500 - 3, 000$;
** პროფესიული ტრენინგი და მხარდაჭერა;
** კარიერული ზრდისა და განვითარების რეალური შესაძლებლობა;
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.

სამუშაო მოვალეობები:

** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ და გერმანულ ენებზე;
** კომპანიის სერვისებისა და შეთავაზებების პროფესიონალური პრეზენტაცია;
** ახალი კლიენტების მოძიება და გაყიდვების პროცესის მართვა;
** გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგების გაუმჯობესება;
** გუნდთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** გაყიდვებში ან მომხმარებელთა მომსახურებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
** პასუხისმგებლობიანი, აქტიური და მიზანდასახული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: nica.topuria1@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599227942
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე