სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას მიმღების დეპარტამენტის მენეჯერის (Front Office Manager) პოზიციაზე.
მდებარეობა: კარდანახი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** მიმღები დეპარტამენტის (Front Office) ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, კოორდინირება და ზედამხედველობა;
** რეცეფციონისტების გუნდის მუშაობის კონტროლი, სამუშაო გრაფიკების გაწერა და მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** ჯავშნების ნაკადის სრული კონტროლი, მონიტორინგი და შემომავალი ნაკადების ოპტიმიზაცია;
** სასტუმროს ონლაინ გასაყიდი არხებისა და OTA პლატფორმების მართვა (Booking.com, Expedia, TripAdvisor და სხვა);
** ტარიფების, და გაყიდვების დინამიკის მუდმივი კონტროლი ონლაინ პლატფორმებზე;
** დეპარტამენტის განვითარებაზე ზრუნვა, მომსახურების სტანდარტების დანერგვა და ახალი კადრების მომზადება/ტრენინგი;
** სასტუმროს სრული სერვისისა და სტუმართა მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა უმაღლესი კმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
** ფინანსური ოპერაციების, ანგარიშსწორების, გადახდებისა და ინვოისების სისწორის მონიტორინგი;
** რთული საოპერაციო სიტუაციებისა და სტუმრების პრეტენზიების პროფესიონალურად და ეფექტურად მოგვარება;
** სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან (დასუფთავება, სამზარეულო, სერვისი) მჭიდრო თანამშრომლობა სერვისის უწყვეტობისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ ან ფრონტ ოფისის უფროსი რეცეფციონისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროს სფეროში მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
** ონლაინ გასაყიდი არხების (Booking.com, Expedia, TripAdvisor და ა.შ.) და Channel Manager-ის მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასტუმროს მართვის პროგრამებისა (PMS) და საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად და თავისუფლად საუბრის უნარი (აუცილებელია);
** გუნდის მართვის, ლიდერული და მოტივაციის ამაღლების უნარები;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტუმართმოყვარეობის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ორგანიზატორული ნიჭი.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: Info@ampelo.ge. გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მიმღების დეპარტამენტის მენეჯერი".
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|