"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.
სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14ა
გრაფიკი: 10:00-18:00 ორშ-პარ.
ბენეფიტები: დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დასმულ ამოცანასთან გაცნობა, ამოცანის დასმის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციის გაწევა;
** რეალიზაციის ვადების სავარაუდო შეფასება;
** დასმული ამოცანის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
** გუნდის წევრებთან ერთად ჩართულობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროცესში;
** შემდგომ ეტაპზე პროგრამულ უზრუნველყოფაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში საკითხის იდენტიფიცირება/გადაჭრა
ძირითადი მოთხოვნები და ტექნოლოგიური უნარები:
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება .Net დეველოპერის პოზიციაზე;
** .Net Core კონცეფციის მაღალ დონეზე ცოდნა;
** OOP პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
** S.O.L.I.D პრინციპების ცოდნა;
** MS SQL ან/და PostgreSQL ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ძირითადი პრინციპებისა და პატერნების ცოდნა;
** Unit Testing-ის ინსტრუმენტების/ფრეიმვორკების (xUnit ან NUnit) ცოდნა (სასურველია);
** კოდის ვერსიების მართვის სისტემების ცოდნა (აუცილებლად Git);
** REST API-ებისა და GraphQL-ის ცოდნა (GraphQL - სასურველია);
** მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - .NET დეველოპერი.
გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელფოსტა: info@gwg.ge მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.
გისურვებთ წარმატებას!
|