|
დასახელება:
მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
კერძო საბავშვო ბაღი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
თბილისში არსებული კერძო საბავშვო ბაღი აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: 09:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 1200 ლარი
ლოკაცია: საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მეცადინეობების ჩატარება;
** სასწავლო პროცესის შეფასება/მართვაში მონაწილეობის მიღება;
** სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საბავშვო ბაღში ან/და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: baghivacancy@gmail.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|