Робота для біженців з України
პერსონალური მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; უპირატესობა მიენიჭება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულების კურსდამთავრებულებს;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართული ვერბალური უნარები;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების რეგისტრაცია კლინიკის შიდა პროგრამაში;
** პაციენტებთან გასაუბრება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სერვისის შეთავაზება;
** კლინიკის სერვისებზე ჩაწერლი პაციენტების კურირება (სერვისების მიღების ორგანიზება, დაგეგმარება, თანხლება).

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 24.07.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "პერსონალური მომსახურების მენეჯერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე