|
დასახელება:
აკადემიური უნარების თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"პირველი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური უნარების თერაპევტის პოზიციაზე აკადემიური უნარების განვითარების პროგრამაში.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ისნის ფილიალი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი - დაწყებითი განათლების მასწავლებელი ან ფსიქოლოგიის ბაკალავრი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
აუცილებელი მოთხოვნები:
** ბავშვის კოგნიტური და აკადემიური უნარების ცოდნა
** გუნდური მუშაობის გამოცდილება
** ბავშვთან და ოჯახთან კომუნიკაციის ეფექტური უნარები
** ტრენინგ კურსები ბავშვის განვითარების მიმართულებით
სამუშაოს აღწერა:
** ბავშვთან ინდივიდუალური თერაპიული სესიის ჩატარება
** სუპერვაიზორის მიერ გაწერილი პროგრამით ბავშვთან და ოჯახთან მუშაობა
** ყოველკვირეული სუპერვიზიის დროს მუშაობის პროცესის/შედეგების წარდგენა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 6 ივლისი, 2026
|
|
|
|