Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფიზი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
კომპანია "ფიზი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დამსაქმებლის შესახებ:

ქართული ბრენდი, რომელიც 2021 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს წყლის კარბონაციის აპარატებსა და გამორჩეულ უალკოჰოლო სასმელებს, ეძებს გუნდის ახალ წევრს!

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/fizzzy.georgia

თუ გიყვარს კომუნიკაცია ადამიანებთან, ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გსურს გაყიდვებში გამოცდილების მიღება - ეს ვაკანსია შენთვისაა!

ვაკანსიის დეტალები:

** გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკი
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** B2B სეგმენტზე მუშაობა, სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა და კაფე-ბარებისათვის პროდუქციის შეთავაზება;
** ამავე მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: contact@fizzy.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე