სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მძღოლის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge/
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს
სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა (B, C კატეგორია)
მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე სასაწყობე ოპერაციებში ჩართულობა;
** ტვირთის დაცლა/დატვირთვა;
** სამშენებლო ობიექტებზე სასაწყობე მარაგების გადაადგილება მიკრო ავტობუსით;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 24 ივლისის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
|