Робота для біженців з України
ადმისნიტრაციული ასისტენტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმისნიტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: MSF Group
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
ორგანიზაციის გაფართოების მიზნით, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია "MSF" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის (დოკუმენტაცია და ტრანსპორტირება) პოზიციაზე ქ. ფოთში.

მოცემული პოზიცია მოაზრება, როგორც საწყისი ეტაპი კომპანიაში, შიდა საოპერაციო პროგრამის (Odoo) სრულად გამართვისა და ლოჯისტიკური პროცესების შესწავლის შემდგომ, წარმატებული კანდიდატი დაწინაურდება და გადავა "ქეისის მენეჯერის" (Case Manager) პოზიციაზე.

MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომლის საქმიანობის სფერო არის საერთაშორისო და შიდა გადაზიდვები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://msf.selfrecruit.ge/s/lfGj
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე