CMG აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომმარაგებელი.
კომპანიის შესახებ: CMG მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს საშუალო და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის მიმდინარე ობიექტები;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მომმარაგებელი პასუხისმგებელია კომპანიის კუთვნილი ავტომობილით, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა მასალისა და საქონლის ტრანსპორტირებაზე ასევე, ლოგისტიკური პროცესების მხარდაჭერაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომპანიის სამშენებლო ობიექტებისა და სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების შესაბამისად სამშენებლო მასალების, ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების მიწოდება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთილი საქონლის ხელმისაწვდომობის, მიწოდების ვადებისა და პირობების დაზუსტების მიზნით;
** დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდული საქონლის მიწოდების პროცესის ორგანიზება;
** საქონლის მიღებისას დასახელების, რაოდენობის, კომპლექტაციისა და ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება;
** შესყიდვებთან და მიწოდებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მიღება და გადაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე;
** საწყობ (ებ)თან კოორდინაცია მასალების წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მიწოდების დასაგეგმად;
** კომპანიის ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოყენება და მის უსაფრთხოებაზე, სისუფთავესა და ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
** ავტომობილის სათადარიგო ნაწილების შეცვლის ან/და ტექნიკური სერვისის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** ხელმძღვანელის დავალებით სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელი უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** შესყიდვების ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
აუცილებელი მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
შენიშვნა: კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სამუშაო ავტომობილითა და საწვავით; ვაკანსიაზე განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancies.cmg@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ შპს "ქონსთრაქშენ მენეჯმენტ გრუპ სიემჯი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
|