Робота для біженців з України
DevOps ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: DevOps ინჟინერი
მომწოდებელი: თბილინო
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
შპს "თბილინო" ეძებს DevOps ინჟინერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენი პლატფორმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის მართვასა და განვითარებაზე.

ჩვენი სისტემა განთავსებულია Hetzner-ის სერვერულ გარემოში და გვჭირდება ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმის სტაბილურ, უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობას.

პოზიციაზე პასუხისმგებელი იქნები:

** Hetzner ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებაზე და ოპტიმიზაციაზე;
** სერვერების, ქსელისა და სისტემური კომპონენტების მართვაზე;
** აპლიკაციის განთავსების პროცესების ავტომატიზაციაზე (CI/CD);
** სისტემების მონიტორინგსა და წარმადობის გაუმჯობესებაზე;
** უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვასა და კონტროლზე;
** Backup
** დეველოპმენტ გუნდთან თანამშრომლობაზე ახალი ფუნქციების გაშვებისას.

მოთხოვნები:

** DevOps ინჟინრად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** სერვერების კონფიგურაციის, ოპტიმიზაციის და პრობლემების დიაგნოსტირების უნარი;
** Docker და Docker Compose-თან მუშაობის გამოცდილება;
** CI/CD პროცესების აწყობისა და მართვის გამოცდილება (GitHub Actions, GitLab CI ან მსგავსი);
** Git სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
** Nginx/Apache ვებ-სერვერების კონფიგურაციის გამოცდილება;
** SSL სერტიფიკატებთან და დომენურ კონფიგურაციებთან მუშაობის ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (PostgreSQL, MySQL ან სხვა);
** Backup სისტემების დაგეგმვისა და აღდგენის პროცესების ცოდნა;
** სერვერების უსაფრთხოების საბაზისო ცოდნა (Firewall, SSH, მომხმარებლების უფლებები);
** მონიტორინგის და ლოგების ანალიზის გამოცდილება;
** Production გარემოში გაშვებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

** Kubernetes-ის ცოდნა;
** Terraform ან სხვა Infrastructure as Code ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ავტომატიზაციის სკრიპტების წერის გამოცდილება (Bash/Python);
** მაღალი დატვირთვის ვებ-პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

თუ გინდა იმუშაო მზარდ ტექნოლოგიურ პროდუქტზე შემოგვიერთდი.

გამოაგზავნე CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: tbilino@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე