|
დასახელება:
რევმატოლოგი
|
| მომწოდებელი:
გაგუას კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"გაგუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რევმატოლოგის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, მაღალკვალიფიციურ და გუნდისადმი ორიენტირებულ ექიმს, რომელიც პროფესიულად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და მზად არის ჩაერთოს მაღალი ხარისხის, თანამედროვე სამედიცინო მომსახურების გაწევაში.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება, კონსულტაცია და რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა/მკურნალობა
** კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების ანალიზი და მკურნალობის გეგმის შემუშავება
** მედიკამენტოზური და არამედიკამენტური თერაპიის დანიშვნა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომებით
** დოკუმენტაციის სწორად წარმოება (პაციენტის ისტორია, დიაგნოზი, მკურნალობის პროცესი და შედეგები)
** პაციენტების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის გეგმის კორექტირება
** სხვა პროფილის ექიმებთან თანამშრომლობა მულტიდისციპლინარული მიდგომის ფარგლებში
სავალდებულო მოთხოვნები:
** დამთავრებული უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი რევმატოლოგიის სპეციალობაში
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება რევმატოლოგად
** ანალიტიკური და კლინიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი
** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი ეთიკა
უპირატესობად ჩაითვლება:
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე
** თანამედროვე რევმატოლოგიური პროტოკოლებისა და გაიდლაინების ცოდნა
** მრავალპროფილურ კლინიკაში მუშაობის გამოცდილება
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** ძლიერი კლინიკური გუნდი და თანამედროვე დიაგნოსტიკური რესურსები
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის შევსება შემდეგ ბმულზე: https://gaguaclinic.selfrecruit.ge/s/AEdgN
|
|
|
|