Робота для біженців з України
კარდიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარდიოლოგი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"გაგუას კლინიკა" ეძებს მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და პროფესიონალ კარდიოლოგს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს სამედიცინო გუნდს და ჩაერთვება პაციენტებისთვის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების კონსულტირება, დიაგნოსტირება და მკურნალობა კარდიოლოგიური პროფილის ფარგლებში
** არაინვაზიური კვლევების (EKG, ჰოლტერი, ექოკარდიოგრაფია და სხვ.) შესრულება და ინტერპრეტაცია
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და პაციენტების მკურნალობის გეგმის მონიტორინგი
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია სხვადასხვა სპეციალისტებთან
** კლინიკის პროფესიული და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამებში მონაწილეობა

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** კარდიოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი
** მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება კარდიოლოგად
** არაინვაზიური დიაგნოსტიკის ცოდნა და გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი
** კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:

** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე
** მრავალპროფილურ კლინიკაში მუშაობის გამოცდილება
** დამატებითი სერტიფიკატები ან ტრენინგები კარდიოლოგიის მიმართულებით

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის შევსება შემდეგ ბმულზე: https://gaguaclinic.selfrecruit.ge/s/AEX9v
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე