ჩვენი ოჯახური სასტუმრო "Bolnisi Prime House" ეძებს 2 პასუხისმგებლიან ადამიანს სასტუმროს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.
ასევე, განსაკუთრებით დაგვაინტერესებდა უკრაინიდან ჩამოსული კანდიდატები ან უკრაინელი წყვილი, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან ბოლნისში ცხოვრებითა და სრული განაკვეთის სამუშაო შესაძლებლობით.
ვაკანსია: სასტუმროს მომსახურე პერსონალი — 2 ადამიანი, სასურველია წყვილი
ლოკაცია: ქ. ბოლნისი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ნომრების დასუფთავება;
** საერთო სივრცეების სისუფთავის დაცვა;
** სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა.
ჩვენ ვთავაზობთ:
** საცხოვრებელს სასტუმროს ნომერში;
** საცხოვრებელთან დაკავშირებული კომუნალური ხარჯების დაფარვას;
** ანაზღაურებას ინდივიდუალური შეთანხმებით;
** მოქნილ გრაფიკს, მენეჯმენტთან შეთანხმებით;
** სრული განაკვეთის პოზიციას კარიერული ზრდის შესაძლებლობით.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა;
** სასტუმროს საქმიანობის სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი;
** უცხოური ენის ცოდნა სასურველია.
გთხოვთ, გვაცნობოთ, შეგიძლიათ თუ არა აღნიშნული ვაკანსიის განთავსება ან შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებაში დახმარება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
** გიორგი, მენეჯერი — WhatsApp/ტელეფონი: +995 551 78 24 02
** კობა, მფლობელი — ტელეფონი: +995 511 28 24 02
|