Робота для біженців з України
შეკვეთების მიღების და გაცემის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების მიღების და გაცემის კოორდინატორი
მომწოდებელი: Fit Meal
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია "Fit Meal" ეძებს შეკვეთების მიღების და გაცემის კოორდინატორს.

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, ორგანიზებული და გსურს კარიერის დაწყება
ან განვითარება, შემოგვიერთდი!

გამოცდილება საჭირო არ არის მთავარია პასუხისმგებლობა, სწავლის სურვილი და
პოზიტიური დამოკიდებულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
** დასვენება: 2 დღე
** მეგობრული სამუშაო გარემო
** ხელფასი: 1000₾

ძირითადი მოვალეობები:

** მარაგების კონტროლი და აღრიცხვა
** საკუთარი სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** ყავის ჩამოსხმა და პროდუქციის დასტიკერება
** სწრაფი რეაგირება მიმდინარე საკითხებსა და პრობლემებზე
** მიწოდების სერვისების (Glovo, Wolt, Bolt Food) გამართული მუშაობის
კონტროლი.
** ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე:contact@fitmeal.ge გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

შემოუერთდი Fit Meal-ის გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე