აუდიტორული კომპანია "ზ.ე.გ.ა. კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
** ბუღალტრული პროგრამა ORIS-ის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა
** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვების აქტებისა და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** სალაროს ნაშთის კონტროლი
** საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება
** სხვადასხვა დავალების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: zegaconsulting@gmail.com.
|