|
დასახელება:
აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე/სხვა
|
| მომწოდებელი:
მწვანე სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
"მწვანე სკოლის" საბურთალოს კამპუსი სკოლამდელი საფეხურისთვის აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
** აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი
** აღმზრდელის თანაშემწე
** ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფლობდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია, დაინტერესებულ კანდიდატს გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის მომზადების სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამა.
** სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი.
ხელზე ასაღები ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გრაფიკი:
I - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე;
II -10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
კონკურსის ეტაპები:
1. პირველი ეტაპი: შემოსული რეზიუმეების (CV) საფუძველზე კანდიდატთა კვალიფიკაციისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/გადარჩევა;
2. მეორე ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
3. მესამე ეტაპი: კანდიდატებისთვის ორგანიზაციის ღირებულებების, კონცეფციისა და გარემოს გაცნობა; კანდიდატის მიერ სამოდელო თამაშის დაგეგმვა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე, გამოაგზავნეთ მითითებულ მეილებზე:
tbroladze@greenschool.ge; navsajanishvili@greenschool.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
|
|