"NS STUDIO" არქიტექტურული სტუდია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 09:00-18:00/08:00-17:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები: ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობა და საპროექტო დავალების ვადებზე მორგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Autocad (სასურველი), Revit (აუცილებელი), Photoshop, 3D Max (სასურველი), Rhino (სასურველი), სხვა დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სტანდარტების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ნორმების ცოდნა;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Autocad/Revit მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ჩართულობა პროექტირების პროცესში -კონცეფციიდან პროექტის სრულ რეალიზებამდე;
** საპროექტო ტერიტორიის მონახულება;
** მუშა ნახაზების შესრულება;
** უშუალო ურთიერთობა კონსულტანტებთან, ინჟინრებთან, კონსტრუქტორებთან
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV და Portfolio ელფოსტაზე: info@nsstudio.ge; გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი ფილიალი.
|