Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Vortex Fitness
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"Vortex Fitness" არის თანამედროვე და მრავალფუნქციური ფიტნეს სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ გარემოს ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის. დარბაზი აღჭურვილია პროფესიონალური ინვენტარით და აერთიანებს როგორც ინდივიდუალურ, ისე მრავალფეროვან ჯგუფურ ვარჯიშებს.

"Vortex Fitness" ეძებს ტექნიკურ მენეჯერს.

ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 2500 ლარი

მოვალეობები:

** პროექტის მართვა: მართვა და კონტროლი ყველა ტექნიკური მიმართულებით, მათ შორის რემონტის პროცესების, სამუშაოს გრაფიკის და რესურსების მართვა.
** გეგმარება და პუნქტუალური შესრულება: დეტალური გეგმის შემუშავება, სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და შესრულების ხარისხის მუდმივი კონტროლი.
** პროექტებისათვის საჭირო ინჟინრული გადაწყვეტილებების მიღება და ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა. ტექნიკური პრობლემების ამოცნობა და მათი მოგვარება სამუშაო პროცესში.
** ზედამხედველობა და მიმართულება რემონტის ყველა სამუშაოზე, მენეჯმენტის ფუნქციების შესრულება და მუშაკების კოორდინაცია.
** ხარისხის კონტროლი: ყოველ სამუშაო ეტაპზე ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა, რომ ყველა სამუშაო განხორციელდეს ყველა შესაბამისი სტანდარტისა და რეგულაციის შესაბამისად.
** თანამშრომლებისათვის ტექნიკური სწავლებისა და ტრენინგების ორგანიზება, მათ შორის ინსტრუმენტების, ტექნოლოგიებისა და ტექნიკების გამოყენების შესახებ.
** დოკუმენტაციისა და ანგარიშგების მართვა: ყველა ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა, მათ შორის გეგმები, რეპორტები, კანონმდებლობის შესაბამისად შესრულებული სამუშაოები და საჭირო ცვლილებები.
** ბიუჯეტის მართვა: სამუშაოებსა და მასალების შეძენაზე ბიუჯეტის მართვა და კონტროლი.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება მშენებლობის, რემონტისა და ტექნიკური მენეჯმენტში.
** მშენებლობისა და რემონტის პროცესების მართვის გამოცდილება.
** ტექნიკური საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
** ლიდერული და კომუნიკაციის უნარები, გუნდური მუშაობის გამოცდილება.
** სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის შემუშავება და მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტნეს დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას
** კარიერულ განვითარებას
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეავსე განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: ეს ფორმა.

თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით. ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე