|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე ცენტრალურ საწყობში - საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00
ანაზღაურება: 2300 ₾
საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
** სასურველია პაგრუშიკის (ტრანსპალეტის) მართვის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.
|
|
|
|