|
დასახელება:
თარგის გამომჭრელი
|
| მომწოდებელი:
Situationist
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"Situationist" აცხადებს ვაკანსიას თარგის გამომჭრელის პოზიციაზე.
გრაფიკი: 5/2
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** დამტკიცებული კონსტრუქციებისა და შაბლონების საფუძველზე ქსოვილის ზუსტი გამოჭრა და დამუშავებისთვის მომზადება;
** ქსოვილის სპეციფიკის, მიმართულების, ნახატის (print) და ტექსტურის გათვალისწინებით თარგების სწორად განლაგება;
** თარგების, ლეკალებისა და ტექნიკური მითითებების შესაბამისად დეტალების მაღალი სიზუსტით გამოჭრა;
** ქსოვილის ხარჯვის ოპტიმიზაცია და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება;
** გამოჭრილი დეტალების ხარისხის, სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი წარმოების დაწყებამდე;
** მკერავებთან, კონსტრუქტორთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
** ინდივიდუალური შეკვეთებისა და კოლექციის მოდელების გამოჭრის პროცესში მონაწილეობა;
** სამუშაო პროცესში საჭრელი დანადგარების, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
** თარგების, ლეკალებისა და სამუშაო მასალების მოწესრიგებულად შენახვა და აღრიცხვა;
** პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვა გამოჭრის პროცესის ყველა ეტაპზე;
** წარმოების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
** დაკისრებული სამუშაოს დადგენილ ვადებში (deadlines) შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** თარგის გამომჭრელად მუშაობის გამოცდილება მოდის, ატელიეს ან წარმოების სფეროში;
** ხელით და სპეციალური საჭრელი ინსტრუმენტებით მუშაობის გამოცდილება;
** ქსოვილებისა და სხვადასხვა ტიპის მასალების მახასიათებლების ცოდნა;
** სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** თარგების წაკითხვისა და მათ მიხედვით ზუსტი მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ტექნიკური სიზუსტე და მაღალი ხარისხის სტანდარტებზე ორიენტირებულობა;
** ინტერესი მოდისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნის მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|