|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry"-ს ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
ფილიალი: ქ. თბილისი, პ. დათუაშვილი N7
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1700 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500-1600)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
** პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
** სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი
პროდუქციით;
** სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
** დადგენილი პერიოდულობით, მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის;
** დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება;
** საწყობის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების ნაწილობრივ შესრულება, მაღაზიის მენეჯერთან შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/phOrNbBb
|
|
|
|