Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: სასმელების კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სასმელების კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ვაკანსიები აქტიურია შემდეგ ლოკაციებზე: დიდი დიღომი; წერეთელი; ნავთლუღი-სამგორი; გლდანი-დიღომი; ვაკე-საბურთალო; ისანი-სამგორი; ნაძალადევი.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 8
ობიექტების რაოდენობა: დღის განმავლობაში მაქსიმუმ 3-4 ობიექტი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (10:00-17:00)
ანაზღაურება: 800 ლარი (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში პოზიციების გაუმჯობესებისა და ბრენდის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
** ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
** ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: saguramojobs@gmail.com.

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე