|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Mulberry Outlet
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
Mulberry Outlet ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას და გაყიდვების ზრდას.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების პროფესიონალური კონსულტირება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** მაღაზიაში პროდუქციის განთავსებისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** შეკვეთებისა და რეზერვაციების მართვა;
** მომხმარებელთა ბაზასთან მუშაობა და მუდმივი კომუნიკაცია;
** სოციალური ქსელებიდან მიღებული შეკვეთების დამუშავება;
** სალარო ოპერაციების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
** მაღაზიის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: tatamamrikishvili1@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|