|
დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
ვესტ ინვესტი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
კომპანია "ვესტ ინვესტ" დაარსდა 2006 წელს და დღეს წარმოადგენს საქართველოში საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას.
მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის გაყინულ პროდუქციას — ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და სხვას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო მისამართი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, სამუშაო განაკვეთი: სრული — კვირაში 36 საათი, ანაზღაურება: 1750 ლარი, სამუშაო ტრანსპორტი: მოპედი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოპედის შემთხვევაში — A ან A 2 კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
** მერჩენდაიზინგის პროცესის დაგეგმვა და შემუშავება
** ყოველდღიური ვიზიტები ქსელურ ობიექტებზე განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად
** პროდუქციის რაოდენობის, ვადებისა და ფასების კონტროლი განსათავსებელ ადგილებზე
** სავაჭრო ობიექტის საწყობში პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი
** ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@wi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მერჩენდაიზერი".
ტელ: 577 774 645
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|