Робота для біженців з України
საექთნო საქმის საბაკ. პროგრამის კლინიკური პრაქტიკის მენტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საექთნო საქმის საბაკ. პროგრამის კლინიკური პრაქტიკის მენტორი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის მენტორი.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 2-3 დღე, 13 კვირის განმავლობაში
** ანაზღაურება კომპეტენციის შესაბამისად

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** მზარდ ანაზღაურებას
** მომზადებას კლინიკური პრაქტიკის მენტორობისათვის
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტების სუპერვიზია;
** პრაქტიკის ადგილზე სტუდენტების მიერ პაციენტის საექთნო შეფასების ჩატარების უზრუნველყოფა;
** სტუდენტების გადანაწილება განყოფილებებში/პალატებში და მათი საქმიანობის კონტროლი (ჯგუფში არის 6-8 სტუდენტი).

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** განათლება: საექთნო საბაკალავრო განათლება, ან დიპლომირებული მედიკოსი ან ექიმი/უმცროსი ექიმი ან რეზიდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2.2)
** სასურველია სტაციონარის თერაპიული და/ან ქირურგიული პროფილის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება

უნარები, რომლებიც უნდა გქონდეთ:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სისწრაფე და ოპერატიულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 23 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის მენტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/

"საქართველოს უნივერსიტეტის" გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "საქართველოს უნივერსიტეტის" მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე