|
დასახელება:
რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი თანამდებობაზე. (სპეცტექნიკის და მძიმე ტექნიკის მიმართულება)
ანაზღაურება : 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვიდან
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "SMG" 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სპეცტექნიკის, ბლოკის ქარხნების, სათადარიგო ნაწილების, ჰიდრავლიკური მილების იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს სთავაზობს საგარანტიო გაყიდვების შემდგომ მომსახურებას.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** ახალი მომხმარებლების მოძიება საქართველოს მასშტაბით;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
** თვიური/ წლიერი გაყიდვების გეგმის შესრულება;
** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისის უზრუნველყოფა;
** ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გაყიდვებში სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობის B კატეგორია.
** საკუთარი ავტომობილი;
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვებიდან;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "SMG"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|