Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=727443&print=yes&view=jobs
 
შშმ პირთა პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შშმ პირთა პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ხელი ხელს
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"ხელი ხელს" აცხადებს პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.

გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას? შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაეხმარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბენეფიციართან ვიზიტი და მხარდაჭერის გაწევა მის ბუნებრივ გარემოში;
** ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება;
** თვითმოვლის, კვების, ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება;
** ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.

ანაზღაურება:

** სტაჟირების/სასწავლო პერიოდი (2 კვირა) - 6 ლარი საათში
** სტანდარტულად - 8-9 ლარი საათში;
** უქმე დღეებში - 10 ლარი საათში;
** ანაზღაურება ირიცხება საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის დასაწყისში.

სამუშაო გრაფიკი:

** მოქნილი გრაფიკი, რომელიც თანხმდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
** შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან.

სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას;
** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში:
** მხარდამჭერ და მეგობრულ სამუშაო გარემოს:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

** 592 06 59 67
** 551 35 05 04

ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: Handinhandg@gmail.com

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია