Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: HR4 Business
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პროექტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საწყობის მენეჯერის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.

ძირითადი პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, დიღომი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება
** სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით
** საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება;
** შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით;
** საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად.
** მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი;
** გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი.
** საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა
** საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა
** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 20 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
3. პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე