Робота для біженців з України
IT ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ITConnect
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
"IT Connect" — სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულყოფილ კორპორატიულ IT ინფრასტრუქტურის მართვასა და მხარდაჭერას.

ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

** IT აუთსორსინგს;
** ქსელურ და სერვერულ ინფრასტრუქტურას;
** სერვერების ვიზუალიზაციას;
** სამეთვალყურეო (CCTV) სისტემებს;
** ვებ აპლიკაციების დეველოპმენტს.

ამჟამად ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც შემოგვიერთდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

პოზიცია: IT ადმინისტრაციული ასისტენტი
გრაფიკი: 5/2 10:00-19:00
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
** სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების/რეპორტების მომზადება;
** შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა, დასწრება, განხილული საკითხების დეტალური ფიქსაცია, დავალებების მონიტორინგი და შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** საჭირო დოკუმენტების შეგროვება, დამუშავება, გადაგზავნა და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;
** შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით;
** გამოფენების, კონფერენციებისა და სხვა პროფესიული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ორგანიზაციული პროცესების კოორდინაცია;
** ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
** სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება საჭიროების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** Microsoft OFFICE-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სისტემატიზაციის უნარები;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** ⁠ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** ⁠ ⁠ პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** ⁠ ⁠ პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე