Робота для біженців з України
მთავარი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მზარეული
მომწოდებელი: ფრანგული კაფე და საცხობი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
ფრანგული კაფე და საცხობი აცხადებს ვაკანსიას მთავარი მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19 (ლისის ტბის მიმდებარედ)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული განაკვეთი (დასვენების დღეები 5/2-ზე)
ანაზღაურება: 3000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ცივი/ცხელი/საცხობი კერძების მომზადება (მათ შორის ფურშეტული კერძების)
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის;
** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება;
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება;
** სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ 555 63 84 60 ნომერზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე