Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, ასევე პროდუქციას მისაღებ ფასად.

სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი;
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET);
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებთან ურთიერთობა: პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა, ანალიზი და ასორტიმენტის შერჩევაში მონაწილეობა.
** მარკეტინგული მხარდაჭერა: კატალოგების, სააქციო და საინფორმაციო მასალების დამუშავებაში მონაწილეობა.
** ადმინისტრირება: კატეგორიის მენეჯერის მიმდინარე ოპერაციული საქმიანობის მხარდაჭერა და ანგარიშგება.
** 1C პროგრამის ადმინისტრირება: პროგრამულ უზრუნველყოფაში (1C) ნომენკლატურების შექმნა/მართვა და მომწოდებლებისგან შემოსული შეკვეთების ოპერატიული დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** Microsoft Office (Word, Excel).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 4 ივლისის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ შპს "ჰუალინგ-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი" ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მონაცემების გადაცემას და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას (მათ შორის თანხმობა/წინასახელშეკრულებო ურთიერთობა). მონაცემები ინახება შერჩევის დასრულებამდე, ხოლო კანდიდატის შემთხვევაში, რომლის შერჩევაც არ მოხდება, არაუმეტეს 1 წლის ვადით (სამომავლო ვაკანსიებისთვის, თანხმობის საფუძველზე); დასაქმების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მის მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე გააუქმოს თანხმობა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე