Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=726425&print=yes&view=jobs
 
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ივერმედი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "ივერმედი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის საქმიანობა: შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალების, აღჭურვილობის და აპარატურის რეალიზაცია-სერვისი. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კადრებით ყველა სეგმენტში, რაც განაპირობებს ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს.

სამუშაოს აღწერილობა:

კომპანიას ესაჭიროება დამატებითი კადრი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმპორტ/ექსპორტის ლოჯისტიკური პროცესებისა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ოპერაციების ეფექტურ მართვაზე.

სამუშაო ადგილი და პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ნ.ბოხუას I შესახვევი №2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტირების და საბაჟო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი;
** სატრანპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
** პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა;
** ტრანსპორტირების და საბაჟო პროცესების შესახებ ოპერატიული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იმპორტისა და ტრანსპორტირების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარები.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** კარიერული განვითარებისა შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე natia.goginashvili@ivermedi.com და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 3 ივლისი.

გაცნობებთ, რომ კომპანია ივერმედის მიერ გამოცხადებ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით ელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge

პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია