Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=726378&print=yes&view=jobs
 
თეთრეულის დამხარისხებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თეთრეულის დამხარისხებელი
მომწოდებელი: ibis Styles Tbilisi Mziuri Park
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"Accor" არის ფრანგული მსოფლიოში წამყვანი სტუმართმოყვარეობის ჯგუფი, წარმოდგენილი 45+ სასტუმრო ბრენდის მიერ 110-ზე მეტ ქვეყანაში.

Accor-ის წევრი - "ibis Styles Tbilisi Mziuri Park" მიესალმება მათ, ვინც აზრობრივ შინაარსს ანიჭებს ყველა შენაძენს, ურთიერთობებს და ცხოვრების წესს.

ყოველდღე, ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ ჩვენი სამყარო უკეთეს ადგილად იქცეს და მეორე შანსს ვაძლევთ ყველაფერს ჩვენს გარშემო.

ibis Styles Tbilisi Mziuri Park-ი აცხადებს თეთრეულის დამხარისხებლის ვაკანსიას.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
** ენერგიული და კეთილგანწყობილი;
** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** ყურადღებიანი და ზრდილობიანი სტუმრების მიმართ;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** თეთრეულის დახარისხება და სამრეცხაოში გასაგზავნად დათვლა და მომზადება;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

სამუშაო პირობები:

** 10:00-დან 22:00-მდე;
** 2 დღე მუშაობა; 2 დღე დასვენება;
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და დაზღვევას;
** ანაზღაურება - 1274 ლარი ირიცხება თვეში ერთხელ საბანკო ანგარიშზე.

შემოუერთდი 330 000 Heartist®-ების გუნდს მსოფლიო მასშტაბით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, მოგვმართეთ მისამართზე: alisa.gurjiani@accor.com.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის არჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, შესაბამის გამოცდილებას და უნარებს.

ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კანდიდატების დისკრიმინაცია გამორიცხულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია