Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა ნოემი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ესთეტიკური კლინიკა "ნოემი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი.
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ცვლებით, დასვენება 2 დღე
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).

ფუნქციები:

** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** სტუმრის მიღება და ყავით გამასპინძლება;
** ჯავშნების განხორციელება პროგრამაში;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Instagram;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ასევე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებული;
** პრეზენტაბელური;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოწესრიგებული და თავაზიანი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელ. ფოსტაზე: info@noemie.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე