|
დასახელება:
Back-end დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
TNET
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
შემოუერთდი TNET ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Livo & MyHome-ის Back-end Developer -ის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00
http://www.tnet.ge
შენი როლი თინეთში:
** Back-end დეველოპმენტის სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკებისა და არქიტექტურული პრინციპების შექმნა და დაცვა;
** PHP-ზე კოდის ორგანიზებულად და სტრუქტურირებულად, შედეგზე ორიენტირებულად და გასაგებად წერა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით;
** ეფექტური და გამოყენებადი PHP სერვისების აწყობა;
** სხვა დეველოპერებთან და პროექტის მენეჯერებთან მუშაობა ახალი და არსებული ტექნიკური გამოწვევების გადასაჭრელად;
** დეველოპმენტ პროექტების მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე დამოუკიდებლად;
** ინტეგრაციების განხორციელება ბექ ენდ სისტემებზე;
** ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ინსტრუმენტები და დოკუმენტაციების უზრუნველყოფა სპეციფიკურ პროექტებზე;
** პროექტების ვადებში შესრულება და შესაბამისი რეპორტინგი;
** Back-end ტექნოლოგიებისა და ტენდენციების მუდმივი სწავლა და გუნდში ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობების ძიება;
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება Back-End დეველოპმენტში;
** PHP-ის სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** Laravel Framework-ში მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (MySQL, PostgreSQL) მუშაობის გამოცდილება;
** არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან, განსაკუთრებით ElasticSearch-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უსაფრთხოების ალგორითმების გაგება და პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია);
** API სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** PHP MVC framework - თან მუშაობის გამოცდილება (Laravel, symfony, codeigniter etc.);
** ვერსიის კონტროლის სისტემის (GIT) გამოყენების გამოცდილება;
** Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე.
თინეთში დაგხვდება:
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:
გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|