Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=726005&print=yes&view=jobs
 
ღამის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"DNT Group" სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი მენეჯმენტ-კომპანიაა, რომლის მთავარი მისია სასტუმროების პოტენციალის მაქსიმიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების საფუძველზე, კომპანია წარმატებით მართავს სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებს საქართველოს მასშტაბით.

"DNT Group" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური ადამიანი, გსურს დინამიკურ გარემოში მუშაობა და პროფესიული განვითარება — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში ინფორმაციის შემოწმება;
** ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
** სასტუმროს ნომრების კატეგორიების, ფასებისა და სერვისების სრულყოფილი ცოდნა;
** სტუმრებისთვის სასტუმროსა და მისი სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართა მოთხოვნების მიღება, რეგისტრაცია და დროული რეაგირება;
** სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** სამუშაოს ეფექტიანობისთვის საჭირო რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სამუშაო ადგილზე კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@dntgroup.ge

ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ღამის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია