Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=725998&print=yes&view=jobs
 
თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თანამშრომელი
მომწოდებელი: ბისტრო
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ვეძებთ მხიარულ და ენერგიულ თანამშრომელს ჩვენს ვინტაჟურ ბისტროში!

თუ გიყვარს კულინარია, გაქვს პოზიტიური განწყობა და გსურს გახდე განსაკუთრებული სივრცის ნაწილი, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: მოძრავი (ცვლებში მუშაობის მზაობა). 6 სამუშაო დღე კვირაში.
** განაკვეთი: სრული 09:00-დან 17:00-მდე და 17:00-დან 01:00-მდე.
** სამუშაო დრო: 8-საათიანი სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: საცდელი თვის ანაზღაურება 1000 ლარი, გაგრძელების შემთხვევაში, 1500 ლარი თვეში.
** მის: ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** საოცარ სამუშაო სივრცეს: გამორჩეული, მყუდრო ვინტაჟური გარემო, სადაც მუშაობა სასიამოვნოა.
** საუკეთესო გუნდს: მეგობრულ, თბილ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც თითოეული წევრის აზრი ფასობს.
** განწყობას: ყოველდღიურად გემოვნებიან მუსიკას და პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს.

ძირითადი მოვალეობები:

** ნახევარფაბრიკატების მომზადება: ბარის/სამზარეულოს სივრცეში შიდა სტანდარტებისა და რეცეპტურის დაცვით ნახევარფაბრიკატების/ბლანკების მომზადება.
** სასმელების მომზადება: საჭიროების შემთხვევაში, ყავის აპარატთან მუშაობა და სტანდარტული ყავის სასმელების მომზადება.
** ჰიგიენისა და სისუფთავის დაცვა: სამუშაო ზონის, მოსამზადებელი ინვენტარისა და ჭურჭლის მუდმივი სისუფთავის უზრუნველყოფა (სანიტარული ნორმების დაცვით).
** მარაგების კონტროლი და აღრიცხვა: არსებული პროდუქციის ნაშთების ყოველდღიური აღრიცხვა და მომდევნო დღის შესაკვეთი პოზიციების განსაზღვრა/მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოზიტიური განწყობა, იუმორის გრძნობა და გუნდური მუშაობის მაღალი მოტივაცია.
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა, მთავარია მონდომება - ადგილზეც ყველაფერს გასწავლით).

როგორ დაგვიკავშირდეთ:

თუ თვლი, რომ სწორედ შენ ხარ ჩვენი მომავალი გუნდის წევრი, დაგვიკავშირდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV ელ ფოსტით შემდეგ მისამართზე ელ. ფოსტა: mrgeorgemail@gmail.com ან მოგვწერეთ whatsApp-ზე: +995555053330
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია