Робота для біженців з України
სტაჟიორი ტუროპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ტუროპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან სტაჟიორს ტუროპერატორის პოზიციაზე, რომელიც ჩაერთვება ტურისტული პროდუქტების ოპერირებასა და ყოველდღიური პროცესების მართვაში.

სტაჟირების განმავლობაში კანდიდატი მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას ტურისტულ ინდუსტრიაში, შეისწავლის ტუროპერატორის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და წარმატებული შედეგების შემთხვევაში ექნება კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: 2-თვიანი ფასიანი სტაჟირება
განყოფილება: ტუროპერირება / ტურიზმი

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული ოპერატორის სისტემაში მუშაობა და ინფორმაციის დამუშავება;
** ტურების, ჯავშნებისა და მომსახურებების ოპერაციული მართვის პროცესებში მონაწილეობა;
** ფიზიკური პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა;
** მომხმარებლებისა და პარტნიორების მხარდაჭერა;
** სხვადასხვა ოპერაციული და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად სწავლისა და გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** 3-თვიან ფასიან სტაჟირებას;
** ტურისტულ ინდუსტრიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** პროფესიულ განვითარებასა და სწავლას გამოცდილ გუნდთან ერთად;
** წარმატებული სტაჟირების დასრულების შემდეგ დასაქმების რეალურ პერსპექტივას;
** მეგობრულ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@irest.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე